თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პ.ა. გადამოწმების მიზნით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე შეაჩერეს.

„პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, აღნიშნული პირი კი დააკავა. გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.