თბილისში, ნაძალადევის რაიონში სროლა იყო

17:40, 16.05.2021

ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს. ამ დროისთვის შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.

სროლის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი