თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გუშინ ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.