თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ.

​როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.