თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა, მაშველებმა მდინარიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს
თბილისში, მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, წყლიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. მათივე ცნობით, ის კლინიკაშია გადაყვანილი და კონტაქტურია.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

