თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

01:16, 03.06.2026

ავტოსაგზაო შემთხვევისას თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამაშველო ოპერაციას ატარებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი