თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე მაშველებმა ცხედარი იპოვეს

19:30, 31.07.2021

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე მაშველებმა ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

მთაწმინდის ტერიტორიაზე გუშინ საღამოდან უცხო ქვეყნის მოქალაქის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ამასთან, ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი, არის თუ არა ნაპოვნი გარდაცვლილი გაუჩინარებული უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მსგავსი