თბილისში, მთაწმინდის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

12:44, 16.02.2019

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალება სავარაუდოდ სუიციდს უკავშირდება.

როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი