თბილისში, მშვიდობის ხიდთან ხანძრისას ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან ხანძრისას ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მშვიდობის ხიდის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ სახლში ხანძარი იყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი სამსართულიან სახლში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.

ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა მუშაობს.

დამწვარი ბინის მეპატრონე აცხადებს, რომ ფართი გაქირავებული იყო და ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვი გახდა.

ხანძრისას ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამაშველო ჯგუფმა შენობიდან გამოიყვანა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.