თბილისში მშენებლობაზე დასაქმებულების დაშავების ფაქტს შრომის ინსპექცია სწავლობს
თბილისში მშენებლობაზე დასაქმებულების დაშავების ფაქტს შრომის ინსპექცია სწავლობს

თბილისში, კოსმონავტის N45 ა-ში დასაქმებულების დაშავების ფაქტს შრომის ინსპექცია სწავლობს. ადგილზე უკვე მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.

როგორც მშენებარე ობიექტის გვერდით მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ თინათინ ელეფტერიადუმ განაცხადა, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. მისი თქმით, შენობის შუა ნაწილი ჩამონგრეულია.

„არავითარი დამცავი მუშებს არ ჰქონიათ“, – განაცხადა თინათინ ელეფტერიადუმ.

მშენებელ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ღუდუშაურის კლინიკის ინფორმაციით, დაშავებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.