თბილისში მშენებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისში მშენებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისში მშენებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 511 ათასი ლარია. საუბარია ბობ უოლშის ქუჩიდან მშენებარე ინსტიტუტის ეზომდე მისასვლელ გზაზე.

ტექნოლოგიურ ინსტიტუტს „ქართუ ჯგუფი“ დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებს. მას საფუძველი 2016 წლის მაისში ჩაეყარა.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.