თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

20:40, 09.03.2024

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თემქაზე მოხდა. მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი