თბილისში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ვაკეში, მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ბაღთან ავტოსადგომზე მუშაობდა. მათი თქმით, ის ავადმყოფობდა და სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.