თბილისში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მსვლელობა „გაიფიცე გარემოსთვის“ გამართეს [ფოტო]
თბილისში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მსვლელობა „გაიფიცე გარემოსთვის“ გამართეს [ფოტო]

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ და ორგანიზაციამ „მავნე“ ქვეყანაში მწვანე გარემოს მდგომარეობა გააპროტესტეს და ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

სტუდენტები და ახალგაზრდები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ ბუნებაში ხელოვნურად ჩარევა, შეწყდეს ჰესების მშენებლობა, შეიქმნას ქვეყანაში მწვანე გარემოს პოლიტიკა და სხვადასხვა ადგილას გამწვანებები მოეწყოს.

ახალგაზრდების ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე ფეხით მსვლელობა „გაიფიცე გარემოსთვის“ მოაწყო.