თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

23:51, 17.06.2020

თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

სპეცოპერაცია სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება.

ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.

მსგავსი