თბილისში მკვლელობა მოხდა

18:07, 11.02.2024

თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.

მსგავსი