თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში ქმარმა ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც თავადაც მიიყენა თვითდაზიანება. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობის შედეგად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. გამოჯანმრთელების შემდეგ მას საპატიმროში გადაიყვანენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.