თბილისში მკვლელობა მოხდა

18:03, 18.11.2026

თბილისში, ვაკის რაიონში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გახსნილია და სავარაუდო ბრალდებული  გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

მსგავსი