თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

07:01, 10.09.2019

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია დღესაც გაგრძელდება.

დღეს „თბილისის საერთაშორისო კონფერენციის“ დასკვნითი დღეა. კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩეკს, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელ ლაურა კუპერს, პოლიტიკოსებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ელოდებიან.

დღის წესრიგის თანახმად, განსახილველ თემებს შორის არის უკრაინის საკითხი, ნატო-ს გაფართოება, რუსეთის მომავალი, თურქეთის სამეზობლო, ბრექსიტი, ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგი.

კონფერენციაში მონაწილე სტუმართა ნაწილი ორი დღის წინ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

მსგავსი