თბილისში, მეტეხის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა
თბილისში, მეტეხის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

თბილისში, მეტეხის N14-ში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობდა.​ შემთხვევის დროს ბინებში არავინ იმყოფებიდა.

ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებული სამი ოჯახი რაიონის გამგეობამ დროებით საცხოვრებელში დააბინავა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამავე შენობის ნაწილი ორი დღის წინაც ჩამოინგრა.