მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ [ფოტო]
მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ [ფოტო]

თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ მტკვარში მოქალაქე გადახტა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მომხდარის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

დატოვე კომენტარი