თბილისში, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო აღდგება
თბილისში, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო აღდგება

თბილისში, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო მოწესრიგდება და განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, პანოს აღდგენის პროცესში ჩართულობის მზაობა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც გამოთქვა.

„განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება. მინდა, ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. გარდა კულტურული ღირებულებების, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია და ძალიან მალე, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პანო ან მოზაიკა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ვნახოთ და უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რადგან ეს იყო ჩვენი ქალაქის მშვენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი