თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსახლეობის ცნობით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს. როგორც ისინი ამბობენ, სახლიდან გამოსვლა ყველამ მოასწრო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟი მუშაობს.