თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა

22:15, 03.09.2025

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები შტაბის გახსნის ღონისძიების მონაწილეების მიმართ სკანდირებდნენ – „მონებო“, „რუსებო“. ადგილი ჰქონდა რამდენიმე სიტყვიერ დაპირისპირებასაც.

აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც მელიქიშვილის გამზირი გადაკეტილი ჰქონდათ, შტაბის შენობას კვერცხებიც ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

ამ დროისთვის შტაბის შენობა უკვე დატოვეს კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეებმა კი, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

მსგავსი