თბილისში, მდინარე მტკვრიდან მაშველებმა 28 წლის მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს [ვიდეო]

თბილისში, მდინარე მტკვრიდან 28 წლის მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამაკაცი, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა ერთი სამაშველო ჯგუფი.