თბილისში მდებარე 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ორშაბათს განახლდება
თბილისში მდებარე 29-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ორშაბათს განახლდება

თბილისში, პატარძეულის ქუჩაზე მდებარე 29-ე საბავშვო ბაღში, საიდანაც დღეს ბავშვების ევაკუცია განხორციელდა, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ ბაღის დირექტორმა ლია ნოზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამზარეულოში ცეცხლი დენის გამანაწილებელს გაუჩნდა. როგორც ლია ნოზაძემ განაცხადა, შემთხვევისას ავტომატურად ამოქმედდა ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორები და ბაღის თანამშრომლებმა ბავშვები შენობიდან გაიყვანეს.

საბავშვო ბაღში ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.