თბილისის 29-ე საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისის 29-ე საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე 29-ე საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა. მათივე ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობდა, ბავშვები შენობიდან მაინც გაიყვანეს.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვების ბაღიდან გაყვანის შესახებ პედაგოგებმა ტელეფონით შეატყობინეს. მისივე თქმით, ბავშვებს პრობლემები არ შექმნიათ.