თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი საცხოვრებელი სახლებს მოედო, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა იყო მობილიზებული.

მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი ოთხ საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 ჯგუფთან ერთად, იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.