თბილისში ლტოლვილთათვის დასაქმების ფორუმი იმართება
თბილისში ლტოლვილთათვის დასაქმების ფორუმი იმართება

თბილისში ლტოლვილთათვის დასაქმების ფორუმი იმართება.

დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილია 27 კომპანია სხვადასხვა დარგიდან, როგორიცაა წარმოება, სოფლის მეურნეობა, მომსახურება, ბუნებრივი რესურსები, მშენებლობა, ხელოვნება და ტურიზმი. დასაქმების მაძიელებლები კი არიან ლტოლვილები ირანიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე არიან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მიგრანტები.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩამოდის ადამიანი, ძალიან დიდი სირთულის ქვეშ აღმოჩნდება. პირველი არის ენის ბარიერი და შემდეგ უკვე დასაქმება. ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი სახელმწიფო სტრუქტურებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა გაჩნდეს შესაძლებლობა, იპოვონ სამსახური. მნიშვნელოვანია, უშუალოდ ქართველმა დამსაქმებლებმა შესთავაზონ სამსახური. ძალიან ბევრი მათგანი საკმაოდ გამოცდილი კადრია და თავიანთ ქვეყანაში წარმატებული კარიერა ჰქონდათ“, – განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა იოჰანეს ფან დერ კლაუმ.

​ღონისძიების ორგანიზატორია აიპ „საზოგადოებრივი დამცველი“, ფორუმის მხარდამჭერია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში.