თბილისში, კვების ერთ-ერთ ობიექტზე მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

22:16, 29.08.2020

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კვების ერთ-ერთ ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

მამაკაცი ამ ობიექტზე მუშაობდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

მსგავსი