თბილისში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა

02:11, 31.01.2022

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კოსტავას გამზირზე. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

მსგავსი