თბილისში კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“ იმართება
თბილისში კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“ იმართება

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანია, სექტორის ექსპერტებმა მწარმოებლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ასევე, კონფერენცია ხაზს უსვამს გლობალურ ტენდენციებს და კომერციულ შესაძლებლობებს, საქართველოში კაკლოვანი კულტურის გაშენებისთვის.

კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროექტების ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენცია საქართველოში პირველად მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.