თბილისში კონფერენცია „გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“ მიმდინარეობს

11:46, 29.11.2018

თბილისში კონფერენცია „გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“ მიმდინარეობს.

კონფერენცია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული 20 მომხსენებელი იღებს.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით იმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი