თბილისში, კოხრეიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

09:59, 04.03.2019

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კოხრეიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. ხანძრის შედეგად დამწვარია 300-350 კვ.მ ფართი.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი