თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს

21:04, 01.12.2020

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.

დაჭრილთაგან ერთი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებითაა დაწყებული.

მსგავსი