თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბი გაიხსნა #1TVSPORT
თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბი გაიხსნა #1TVSPORT

12 თებერვალი ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი 22 წლის გახდა, რაც მისი ოფიციალური ფანკლუბის პრეზენტაციით აღინიშნა.

კვარას ფანკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი მსახიობი გიორგი ნაზარიშვილია, რომელმაც გულშემატკივრები შემოიკრიბა, მათ შორის ცნობილი სახეები, შეკრების ადგილი კი აღმაშენებელზე მდებარე The Fan’s Bar-ი იქნება.

კვარაცხელიას ფანკლუბის გახსნას მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი უძღვებოდა, რომელმაც კლუბის მიზანზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, რომ ერთად შევიკრიბოთ და ვუქომაგოთ ფეხბურთელს, რომელმაც ქართველებს იმედი გაგვიღვიძა და სიხარული გვაჩუქა. მე რაც ვიცი, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფანკლუბია. გვაქვს გეგმები, მათ შორის შეხვედრის ორგანიზება ხვიჩასთან, სხვა ფეხბურთელებთან“, – ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.

პრეზენტაციის შემდეგ ხვიჩას გულშემატკივრებმა ქართული ფეხბურთის იმედს და „ნაპოლის“ „კრემონეზესთან“ მატჩის დროს ერთად უქომაგეს.