თბილისში ხვალ ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნება
თბილისში ხვალ ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნება

ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერითა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ორგანიზებით, ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ლეგენდარულ მწვრთნელსა და დიდ საფეხბურთო მოღვაწეს 2018 წლის 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა.

ნოდარ ახალკაცის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიას მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან.

ხვალვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.