თბილისში, ხანძრისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული ფული იპოვეს
თბილისში, ხანძრისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული ფული იპოვეს

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

„მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება“, – აცხადებენ უწყებაში.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე მუშაობდა რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.