თბილისში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

22:03, 22.02.2018

თბილისში, ვაზისუბნის მეორე მკ/რნ-ში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბინაში შესულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცის ცხედარი დახვდათ.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი