თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური დაიწვა

01:55, 12.03.2019

თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური დაიწვა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დამწვარია 10კვ.მ-ფართი. როგორც ადგილზე აცხადებენ, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი