თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

თბილისში,  კარტოზიას ქუჩაზე, დაზიანებული საავტომობილო გზის​ აღდგენითი სამუშაოების გამო, სრულად საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მიმდინარე წლის 4 ივნისის 21:00 საათიდან კარტოზიას ქუჩაზე, დაზიანებული საავტომობილო გზის​ აღდგენითი სამუშაოების გამო, სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა კარტოზიას ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთიდან ცინცაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე (პანდუსამდე).

ცინცაძის ქუჩიდან კარტოზიას ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი პანდუსის გავლით გაემართება ახალ გზაზე, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

კარტოზიას ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილებას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.