თბილისში კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო - ფოტოამბავი
თბილისში კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო - ფოტოამბავი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისში კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო. საარჩევნო სააგიტაციო მასალები ცოტა ხნის წინ ცოტნე დადიანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ჩამორეცხეს. პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენ დავიწყეთ აკრძალულ ადგილებში საარჩევნო პლაკატების ჩამორეცხვის ღონისძიებები. ეს პროცესი 2-3 დღე-ღამე გაგრძელდება და დედაქალაქში ადგილები, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, სრულიად გასუფთავდება. მთავარია, ხელმეორედ არ გააკრან საარჩევნო პლაკატები და თავიდან არ მოგვიწიოს დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, – აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა.