თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს
თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღენიშნება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევენ.