თბილისში, გურამიშვილის გამზირზე სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა, დაშავებულია სამი ადამიანი 
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა, დაშავებულია სამი ადამიანი 

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კინო „საქართველოსთან“ მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლში“ შევარდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, დაშავებულები გამვლელები არიან. სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ორი მათგანი მე-8 საავადმყოფოში გადაიყვანა, დაშავებული ბავშვი კი იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი