თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია

20:35, 08.02.2021

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლის სხვენი იწვის.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 12 სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

მსგავსი