თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა
თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა

თბილისში, გმირთა მოედანზე სატვირთო ავტომობილი ესტაკადის ქვეშ გაიჭედა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ესტაკადის სიმაღლე ვერ გათვალა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის გამო გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერეს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.