თბილისში ღვინის წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია იმართება
თბილისში ღვინის წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია იმართება

თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ „ვინიტექის“ (Vinitech)  ინოვაციური ტურის ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ღვინის წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და გასული წლის შედეგებზე მსჯელობენ.

საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ბორდოს ვაზისა და მეცნიერებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, ჟან-ფილიპ რობი, ლორენს ჟენი, მაიკლ ჟურდი და გილერმ მარტინსი მონაწილეობენ.

ღონისძიების მიზანი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ღვინის წარმოებაში არსებული გამოცდილების გაზიარებაა.

ვიზიტის ფარგლებში ფრანგული დელეგაცია ქართული ღვინის კომპანიებსაც ეწვევა.

ვინიტექის“ (Vinitech) ინოვაციური ტური რეგიონებს შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებასა და რთველთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას უწყობს ხელს.