თბილისში ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისთვის“ მიმდინარეობს
თბილისში ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისთვის“ მიმდინარეობს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისთვის“ მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ვორქშოფი Machine Learning გაიმართება, რომლის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი იდეების გენერირება და აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქართველოს ისტორიული როლის ახლებურად წარმოჩენა.

ამასთან, ღონისძიებასა და სადისკუსიო პანელში მონაწილეობას იღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტები.

სამინისტროს ინფორმაციით, უწყება წამყვან ინდუსტრიებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.