თბილისში გერმანული ჰოსპიტალი გაიხსნა
თბილისში გერმანული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში გერმანული ჰოსპიტალი გაიხსნა. ჰოსპიტალი 120 საწოლზეა გათვლილი.

კოსმონავტების 45ა-ში მდებარე სამედიცინო დაწესებულება დახმარებას გაუწევს სრული პროფილით როგორც მოზრდილებს, ისე მოზარდებს.

როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი მიზანია გერმანული სტანდარტებით უმკურნალონ ადგილზე ქართველ პაციენტებს, შეამცირონ იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ, გაუწიონ მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისში, შეღავათიან ფასად ქართველ და გერმანელ ექიმებთან ერთად.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკის მიზანია, მოემსახუროს აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებსაც.

კლინიკის გახსნაზე იმყოფებოდნენ კლინიკის გერმანული საბჭოს წევრები, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის პროფესორი პეტერ ჰენინგსენი, პროფესორი კარლ ბერნარდ მაიერი, პროფესორი მალ უოლკერი და პროფესორი ქრისტიან პეშელი დაესწრნენ, ქართული მხარიდან კლინიკის სამეცნიერო საბჭოს წარმოადგენს პროფესორი გიორგი ხუბუა.