თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში ხანძარი იყო [ფოტო, ვიდეო]

16:43, 11.03.2019

თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში ხანძარი იყო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შენობის აივანზე ხის მასალა და პლასტმასი დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 60 კვადრატული მეტრის ფართობი.

ადგილზე, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი